,,პოსტმოდერნის არსის’’ შეცნობა ყველაზე კარგად მაინც კულტურასა და ხელოვნებაში მისი ანალიზით არის შესაძლებელი (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვსაუბრობთ არა პოსტმოდერნის არსზე, არამედ იმაზე რაც ყველაზე ხშირად არის გაგებული როგორც პოსტმოდერნი).
ამ კუთხით ერთობ საინტერესოა ჟან ბოდირიარის მიერ გაკეთებული სხვადასხვა ეპოქების მხატვრული სახეების ანალიზი. ბოდრიარმა დასავლური ცივილიზაციის მთელი ისტორია დაყო ოთხ ძირითად ეტაპად იმის მიხედვით, თუ როგორ მხატვრულ სახეებს აწარმოებდნენ ისინი.
I ეპოქა _ მხატვრული სახე ასახავს სიღრმისეულ
რეალობას
II ეპოქა _ მხატვრული სახე ასახიჩრებს რეალობას _
შემოაქვს რეალობის ალტერნალიული გაგება.
III ეპოქა _მხატვრული სახე ნიღბავს სიღრმისეული
რეალობის არსებობას.
IV ეპოქა _ მხატვრულ სახეს არანაირი კავშირი არ
აქვს რეალობასთანA _ ის საკუთარი თავის წმინდა
სიმულაციაა.
პოსტმოდერნიზმი ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სრულიად განსაზღვრული სტილია, რომელსაც ზოგჯერ გვიანდელ მოდერნს მიაკუთვნებენ, ხოლო როდესაც საუბარია პოსტმოდერნზე, იგულისხმება არა რაღაც ვიწრო სტილისტური მიმდინარეობა, არამედ ისტორიული ვითარება, სიტუაცია, რომელშიც ყველა აღმოვჩნდით, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია ჩვენი იდეები, შეხედულებები, გეოგრაფიული მდებარეობა, გემოვნება, ასაკი თუ სქესი. ამდენად, თუ პოსტმოდერნიზმი მიეკუთვნება უპირატესად კულტურას, პოსტმოდერნი – ისტორიას, პოსტმოდერნიზმი სუბიექტურია, ხოლო პოსტმოდერნი ობიექტურად ჩამოყალიბებული ვითარებაა. ამ ახალი პოსტმოდერნული ეპოქის ჩამოყალიბება სათავეს იღებს XX საუკუნის სამოციანი წლებიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა მასობრივ სტუდენტურ გამოსვლებს ევროპის, და არა მარტო ევროპის, ბევრ ქვეყანაში. სტუდენტები აუჯანყდნენ არაეფექტურ მოძველებულ პოლიტიკურ, სოციალურ რეჟიმს. შესაცვლელი გახდა არა მარტო პოლიტიკა, არამედ საერთოდ მოდერნისტული არსებობის წესი, მიდგომები, პრიორიტეტები. თავისი უფლებებისთვის და თვითდამკვიდრებისთვის მოგვიანებით გამოვიდნენ ქალები, სექსუალური უმცირესობები. პოსტმოდერნის ეპოქისადმი არაერთგვაროვანი მიდგომაა. იურგენ ჰაბერმასი მიიჩნევს, რომ პოსტმოდერნი – ეს არის დაუმთავრებელი მოდერნი. დღეისთვის, მისი აზრით, მოდერნმა თავის პიკს მიაღწია და არ შეიძლება ლაპარაკი სრულიად ახალ და განსხვავებულ პარადიგმაზე. ნიუ ეიდჟიც უარყოფს პოსტმოდერნისტული ეპოქის არსებობას
No comments:
Post a Comment